დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება.
ლელა სტურუას თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა გადაცემაში თამბაქოს მოხმარება ჩანს.
"ტელევიზიებთან დაკავშირებით ასევე მინდა ვთქვა, რომ უარს გვეუბნებიან იმ ვიდეო-რგოლის ჩვენებაზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოვიქცეთ ზამთრის სეზონზე. გვწერენ, რომ თითქოს ჩვენ ამით კანონს ვარღვევთ და კანონის დარღვევისკენ ვუბიძგებთ. უარს გვეუბნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც“, - აცხადებს ლელა სტურუა.
პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.