ვენესუელაში იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში ფასები 702,000%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 1 290 000% შეადგინა.
მსგავს მონაცემებს აქვეყნებს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ გუსმანი. ეს საკანონმდებლო ორგანო იმყოფება ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ოპონენტების დაქვემდებარებაში.
„ჰიპერინფლაცია შენარჩუნებულია“ - დაწერა გუსმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ნოემბერში ინფლაციამ 144,2% შეადგინა, ხოლო წლიურ გამოხატულებაში ის თითქმის 1 300 000%"-ია. პოლიტიკოსის აზრით, მოსახლეობის შიმშილსა და ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას აკისრია.
როგორც ცნობილია, ვენესუელა ბოლო წლებია განიცდის მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წლის ბოლომდე ქვეყანაში ინფლაცია 1 000 000%-ს მიაღწევს. ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აღიარებს.
კოკა კვირკველია