საახალწლო საჩუქრის გადასაცემად ერთ ბავშვზე დაახლოებით 7 ლარამდე თანხა დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქრების გადასაცემად ტენდერი იყო გამოცხადებული.
„ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა და მასში „ბარამბომ“ გაიმარჯვა. შესაბამიასად, 13 დეკემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა დაიწყება. ტკბილეულს საახალწლო საჩუქრის სახით 61 ათასამდე პატარა მიიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, თავად ბაღები გადაწყვეტენ, როდის დაურიგონ ბავშვებს ტკბილეული, რაც ბაღებში საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მოხდება.
მისივე თქმით, საახალწლო ტკბილეულის შესაძენად 400 ათასამდე ლარია გამოყოფილი. თითეულ ბავშვზე კი 7 ლარამდე თანხა დაიხარჯება.