„განულებული“ მსესხებლები ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო პირები იქნებიან“

„საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი, ილიაუნის ფინანსური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სასესხო დავალიანების განულების პროგრამის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ კეპულაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან.

p.s. ისე, 21-ე საუკუნეში კარგი საკრედიტო ისტორია რომ გაქვს, უფრო საამაყო მგონია,“-წერს კეპულაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.