სანტა კლაუსი წონაში გახდა და სპორტულ მანქანაზე გადაჯდა - Audi-ს ახალი საახალწლო რეკლამა (+ვიდეო)

პრემიუმ ავტომობილების კომპანია Audi-იმ ახალი საახალწლო სარეკლამო ვიდეორგოლი წარადგინა, რომელშიც სანტა კლაუსმა იმიჯი შეიცვალა და გადაადგილების საშუალებაც. ამის შესახებ გამოცემა AdAge წერს.

სიუჟეტის მიხედვით, სანტა კლაუსი განიცდის შუა ასაკის კრიზისს. ის იტანჯება ზედმეტი წონის გამო, ციგაზეც კი უჭირს დაჯდომა. სიტუაცია უფრო მწვავდება მეზობლისადმი შურით: ის მოხდენილია, წარმატებული და ჰყავს სპორტული მანქანა.

სანტა იღებს გადაწყვეტილებას, რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება - დაკავდეს სპორტით, უარი თქვას ტკბილეულზე და გადაჯდეს ციგიდან ავტომობილში. ყოველდღიური ვარჯიშები მას ეხმარება სრულიად ტრანსფორმირდეს: ის ახერხებს გახდომას და იმიჯის შეცვლას. ის ახლა არ არის ხურჯინიანი მოხუცი ტომრისებურ ტანსაცმელში გამოწყობილი, არამედ არის მოდური კაცი კარგი ფიგურით, ვარცხნილობით და ჩაცმულობით. ამის ფასად კი მას ელფები ახალ სპორტულ Audi RS 5-ს ჩუქნიან, რომელზეც სანტა ოცნებობდა.

კოკა კვირკველია