აუქციონზე სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების დღეს გამართულ აუქციონზე, რომლის მოცულობამ 500 000 000 ლარი შეადგინა, სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.