უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას აცნობებს, როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, უმჯობესი იქნებოდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პიარ-კამპანია უფრო ადრე დაეწყოთ.
“ჩვენ საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით მზად ვართ, წინა კვირას ამ საკითხის ფართო განხილვა გვქონდა. სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოახსენებს, თუ როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. პიარკამპანია ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, ჩვენ ამას ავანაზღაურებთ, რადგან ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი”,- აღნიშნა ქობულიამ.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება.