ტყიბულელი მეშახტეები მაღაროების ამუშავებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან

ტყიბულელი მეშახტეები მაღაროების ამუშავებას ითხოვენ.მეშახტეები მთავრობას მოუწოდებენ, მინდელის სახელობის შახტში მოპოვებითი სამუშაოები იანვრიდან აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესო აქციებით იმუქრებიან. ამის შესახებ მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსმა ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

"გვაქვს ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირება, რომ 1-ელი იანვრიდან მოპოვებითი სამუშაოები აღდგება, არ შესრულდება. 17 დეკემბერს ვართ დაბარებული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მაგრამ იმათაც არ აქვთ პასუხი, თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვითხოვთ, არ შეწყდეს მუშაობა. ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო არა მხოლოდ მეშახტეებისთვის, არამედ ტყიბულში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. მეშახტეები და მთელი ტყიბულის მოსახლეობა მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სამუშაოები აღადგინონ დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გამოვალთ, ვიშიმშილებთ და პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ", – განაცადა ხვიჩა გაბუნიამ.