Tesla ყოფილი თანამშრომლისგან, რომელმაც კომპანიის კომერციული ინფორმაცია მოიპარა, 167 მლნ დოლარს ითხოვს

Tesla ყოფილი თანამშრომლისგან, რომელმაც კომპანიის კომერციული ინფორმაცია მოიპარა და მედიას ცრუ მონაცემები მიაწოდა, 167 მლნ დოლარს ითხოვს.

კომპანიამ აღნიშნული პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მათი ყოფილი თანამშრომელი მარტინ ტრიპი პრესასთან ინტერვიუსას ირწმუნებოდა, რომ კომპანიის რინოში მოქმედ ქარხანაში საწარმოო პროცესი იყო საშინელება და რომ ელექტრომობილ Model 3-ს ნახმარი ელემენტებით აწარმოებდნენ, შედეგად კი ქმნიდნენ ავარიის მაღალ რისკს. ტრიპის ადვოკატების მცდელობაა, რომ ილონ მასკმა და კომპანიის ტოპ მენეჯერებმა ჩვენებები მისცენ სასამართლოში, ამაზე კი მასკის მხარემ უარი თქვა.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ივნისში ილონ მასკმა კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი „მასშტაბურ საბოტაჟს“ ეწეოდა საწარმოში, ასევე არაკანონიერად ავრცელებდა კონფიდენციალურ კომერციულ ინფორმაციას. მისი თქმით, ამ კანონდამრღვევს თვითნებურად შეჰქონდა ცვლილებები წარმოების საოპერაციო სისტემაში, რომელიც კონვეიერზე იყო დამონტაჟებული, ასევე ყიდიდა კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე მხარეზე.

როგორც ილონ მასკმა განაცხადა, აღნიშნული თანამშრომელი დაკითხეს, თუმცა მისი სახელი წერილში არ კონკრეტდებოდა. არ იყო გამორიცხული, რომ ის თანამშრომლობდა რომელიმე კონკურენტ კომპანიასთან.

კოკა კვირკველია