ვაღიარებ, რომ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა არის პროდუქტიულობა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
“მას შემდეგ, რაც მინისტრი გავხდი, უამრავი რაღაცის გახსენება მომიწია, რასაც უნივერსიტეტში გავდიოდი. შევეცადე, რომ ქართული ეკონომიკის მაქსიმალური დიაგნოსტიკა გამეკეთებინა, რასაკვირველია ჩემს კოლეგებთან ერთად. ვაღიარებ, რომ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა არის პროდუქტიულობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მაკროპარამეტრები სტაბილურია, ფისკალური დისციპლინა გვაქვს. ეს ყველაფერი გვქვს, თუმცა ჩვენ შორს ვართ ეკონომიკური განვითარებიდან, რაც საჭიროა, რადგან პროდუქტიულობა არის დაბალი. ამის წამალი კი არის კვლევები“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების როლი არის, რომ დაასტიმულიროს სიახლეები, სტარტაპები და მათ თავად მოახდინონ არენდებში ფულის მობილიზება.