7 "ოქროს წესი" მათთვის, ვინც ავტომანქანის შეძენას აპირებს

AUTO BILD წარ­მო­გიდ­გენთ რჩე­ვებს მათ­თვის, ვინც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას აპი­რებს.

მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის ფა­სის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი. გა­ი­გეთ სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი. ასე­თი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დზე autobild.ge, რუბ­რი­კა­ში "რა მან­ქა­ნა ვი­ყი­დოთ".

ვებ-გვერ­დის ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დე­ტა­ლურ მი­მო­ხილ­ვას - ყვე­ლა მო­დე­ლის პლუ­სებს, მი­ნუ­სებს, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს და მი­ი­ღებთ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი სერ­ვი­სის შე­სა­ხებ. კა­ტა­ლო­გი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­არ­კვი­ოთ, რა სი­სუს­ტე­ე­ბი ახა­სი­ა­თებს თქვენ­თვის სა­სურ­ველ მან­ქა­ნას.

ფა­სის ლი­მი­ტი

და­ი­სა­ხეთ ფა­სის კონ­კრე­ტუ­ლი ლი­მი­ტი, რო­მელ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ა­ჭარ­ბებთ. მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბამ­დე არ წა­მოგცდეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ფასი და ნუ ეტყვით გამ­ყიდ­ველს, კი­დევ რა ვა­რი­ან­ტე­ბი გაქვთ, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, უფრო ია­ფად შე­ძე­ნის შან­სი ხე­ლი­დან გა­უშ­ვათ.

თუ ხე­დავთ, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი ფასს აღარ და­აკ­ლებს, წა­უ­ყე­ნეთ მას და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი - მა­გა­ლი­თად, მოს­თხო­ვეთ უახ­ლო­ე­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბა (მა­გა­ლი­თად, ზე­თის გა­მოც­ვლა). თუ ატყობთ, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი ძვე­ლია, მო­ი­თხო­ვეთ ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი.

შე­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი

წა­იყ­ვა­ნეთ ვინ­მე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. თუნ­დაც ავტო-ექ­სპერ­ტი არ იყოს, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მარ­ტო წას­ვლას ვინ­მეს­თან ერ­თად წას­ვლა ჯო­ბია. შე­ა­მოწ­მეთ ან შე­ა­მოწ­მე­ბი­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­წყვეთ ტესტ-დრა­ი­ვი. მოს­თხო­ვეთ გამ­ყიდ­ველს მან­ქა­ნის წიგ­ნი (თუკი არ­სე­ბობს), სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რო­დის რა გა­მო­უც­ვა­ლეს ავ­ტო­მო­ბილს. თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, გამ­ყიდ­ვე­ლი მან­ქა­ნის დე­ტა­ლუ­რად შე­მოწ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად