ევროპის პარლამენტმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის რეალიზაციის შეწყვეტას მისცა ხმა.
ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში „ევროკავშირი - უკრაინა ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზება“.
„ევროპული პარლამენტი ადასტურებს უკრაინის მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში თამაშობს. ამავდროულად, ევროპარლამენტმა უარი თქვა პროექტს „ ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ის განხორციელებაზე გამომდინარე იქედან, რომ საუბარია პოლიტიკურ პროექტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ, საჭიროა ძალების მიმართვა ენერგო მომარაგების დივერსიფიცირებისკენ. ევროპარლამენტი ითხოვს პროექტის ანულირებას“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.
ნოემბრის ბოლოს ცნობილი იყო, რომ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფარგლებში უკვე გაყვანილი იყო 300 კმ/-ის სიგრძის მილი. პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა. მისი საერთო მოცულობა 55 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს შეადგენდა წელიწადში. მისი რეალიზაცია 9,5 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული.
კოკა კვირკველია