ZARA-ში სეზონური ფასდაკლება დაიწყო

დღეს, 4 ივლისს, ZARA-ს ორი ოფიციალური მაღაზია თბილისში სეზონურ ფასდაკლებას იწყებს.

მომხმარებლები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დღეისათვის ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 88 ქვეყანაში, 2000-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს პირველი მაღაზია 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხნა. 2013 წლის მაისიდან კი ქართველი მომხმარებლებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის, საყვარელი ბრენდის კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო გალერეა ,,რუსთაველის 42“-ში განთავსდა.

ZARA როგორც INDITEX ჯგუფში შემავალი ბრენდი, საქართველოში AlHokair ჯგუფის მიერაა წარმოდგენილი, რომელიც INDITEX-ის ექსკლუზიური პარტნიორია რეგიონში. ჯგუფში შემავალი ექვსი ბრენდი ZARA, Massimo Dutti, Bershka, Straparius, Oysho, Pull & Bear საქართველოს ბაზარზე ასევე 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

4 ივლისიდან სეზონური ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მაღაზიაში შეეძლება.