ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია - რომელი მხატვრის ნამუშევრები მოსწონს ქართველ მილიარდერს

პაბლო პიკასო, ეგონ შილე, ვილემ დე კუნინგი, ჯეფ კუნსი - ეს იმ მხატვრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახება.

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 4,62 მლრდ დოლარს შეადგენს. 

საქართველოს ყოფილ პრემიერს საკმაოდ საინტერესო ჰობი აქვს - ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობაა. მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატებთან ერთად". მან ეს ნახატი 2006 წელს „სოთბის" აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად. 

რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტნგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს.

ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უკვე დიდი ხანია, რაც ნახატების შეგროვებითაა დაკავებული. იგი ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობისას დაინტერესდა მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შედევრებით. მის კოლექციაში ნახავათ ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყავრელ მხატვრად მიიჩნევე თნამედროვეს სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი მხატვარი, ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.

ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის "ინტერიერი წითელი კედლით" 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს, "სოთბის" აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ ნახატის ასლი ივანიშვილის ბიზნესცენტრს ამშვენებს, თავად ორიგინალი კი ლონდონში ინახება.

თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ჯეფ კუნსის ტილო, ბიზნესცენტრის შეხვედრების ოთახს ამშვენებს. კუნსი თანამედროვე მხატვრებიდან ყველაზე ძვირად ღირებული ტილოებისა და ქანდაკებების ერთ-ერთ ავტორად არის ცნობილი. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციას ასევე ამშვენებს შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის "თეთრი კანოე", რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს "სოთბის" აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ფავორიტ მხატვართა შორისაა ბრიტანელი დემიენ ჰირსტიც, რომლის ნეო-პოპ-არტის სტილში შესრულებული ტილო – "LSD" – ექსპრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის კედელს ამშვენებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის ძვირად ღირებული კოლექციის კიდევ ერთი მშვენება ავსტრიელი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ავსტრიული ექსპრესიონიზმის აღიარებული ოსტატისა და გუსტავ კლიმტის მოსწავლის – ეგონ შილეს ნამუშევრებია, მათ შორისაა 1915 წელს დახატული "მარტოხელა სახლები," რომლის ფასი 40 მილიონ დოლარად განისაზღვრება. ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი მხატვარია ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი, ბრიტანელი ფერმწერი, ლუსიან ფროიდია. 2011 წელს გარდაცვლილი ფროიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტორად მიიჩნევა. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში ფროიდის "ელი და დავიდი" ინახება.

ჩამოთვლილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების გარდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახება, ასევე, ფრიდა კალოს, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და სხვათა ნამუშევრები. ფერწერულ ტილოებთან ერთად, ბატონი ბიძინას გატაცებად ითვლება თანამედროვე მოქანდაკეების ნამუშევრების შეგროვებაც, რომელთა შორისაა: ანიშ კაპურის, ზაჰა ჰადიდის, ჰენრი მურისა და რობერტ ინდიანას ნამუშევრები.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, მოდილიანის, მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით! თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კავასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.

მალე! "კვირის პალიტრის" მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: