პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, 91- ხმით, 9-წინააღმდეგი მიიღეს.
ძირითადი პარამეტრები 2019 წლისათვის შემდეგია: ეკონომიკური ზრდა - 4.5%; მშპ-ს დეფლატორი - 3.5%; ინფლაცია - 3.0%; საბიუჯეტო დეფიციტი - 2.6%.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 863.8 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 11 470.0 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 18 მლნ ლარით იზრდება), საინვესტიციო გრანტების ნაწილში 92.7 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მცირდება), ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 1 301.1 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით მცირდება 119 მლნ ლარით).
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრება 13 090.0 მლნ ლარით, რაც მეორე წარდგენასთან შედარებით 92.4 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის: - მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარების 20 ლარით გაზრდა - 18 მლნ ლარი; თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის - 50 მლნ ლარი. სკოლების რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარამდე
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 416.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 166.0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს.
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 781.0 მლნ ლარით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 982.0 მლნ ლარით.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 863.8 მლნ ლარით განისაზღვრა. მათ შორის: შემოსავლები - 10 487.7 მლნ ლარი (14.3 მლნ ლარით აღემატება ბიუჯეტის მეორე წარდგენის ვერსიას); არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 70.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 120.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 186.1 მლნ ლარის ოდენობით (წინა წარდგენასთან შედარებით შემცირდა 119 მლნ ლარით).
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 256,1 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 13 090.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 696.2 მლნ ლარს, გრანტები - 92.7 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1301.1 მლნ ლარს.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით ასიგნებები გაზრდილია 92.4 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 215.2 მლნ ლარამდე, ხოლო საინვესტიციო პროექტების დონორული დაფინანსების ნაწილში შემცირებულია 122.8 მლნ ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით იზრდება 219.6 მლნ ლარით და შეადგენს 9 641.1 მლნ ლარს.