ოქროს მთები, იახტები და ძვირფასი ავტომობილები - წარმატების შეუცვლელი „აქსესუარებია“ რეკლამაში. გსურთ გამდიდრება? დაიწყეთ მუშაობა ფინანსურ ბაზარზე!
სასწავლო - ანალიტიკური ცენტრის Globex Analytics-ის ექსპერტებთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ გავარჩიოთ სტერეოტიპები რეალობისგან და გავარკვიოთ, როგორ და რამდენის გამომუშავება შესაძლებელია ტრეიდინგით? შეუძლია თუ არა ნებისმიერ ადამიანს გახდეს ტრეიდერი თუ უმჯობესია ეს საქმე მიანდოთ პროფესიონალებს?
საიდან დაიწყო ყველაფერი
საბირჟო ვაჭრობის ფორმები არსებობდა ანტიკურ რომშიც, მაგრამ ნამდვილი ბირჟა შეიქმნა XIII საუკუნეში, მაშინ როცა ვაჭრობა გახდა საერთაშორისო. გაჩნდა მსხვილი სავაჭრო ცენტრები დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, სამხრეთ საფრანგეთში, ფლანდრიაში, სადაც ბაზრობები იმართებოდა. ბარობებზე იკრიბებოდნენ ვაჭრობის სფეროთ დაკავებული ადამიანები როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ყველაზე დეფიციტური საქონელი იყო ფული. ამ ფონზე დაიწყო ბანკირების სახლების განვითარება, რომელთა მეშვეობით ახორციელებდნენ გარიგებებს ფულით და საგადახდო საბუთებით. ამ დაწესებულებებში ხდებოდა ის, რითაც დღეს არის დაკავებული ნებისმიერი თანამედროვე ბირჟა. პირველად იყო სავალუტო-ვექსელური ბირჟები და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა სასაქონლო ბირჟებიც.
უძველესი საფონდო ბირჟა დღეს არსებულებიდან, არის ამსტერდამის ბირჟა. ის 1611 წელს შეიქმნა და 1913 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც უნივერსალური ბირჟა (სასაქონლო და ფასიანი ქაღალდები). ზუსტად აქ მოხდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მეთოდების დამუშავება: სასწრაფო გარიგებები, გარიგებები პრემიებით, ოპერაციები რეპო, მარჟინალური გარიგებები. 1747 წელს ბირჟაზე ხდებოდა ფასიანი ქაღალდების 44 სახეობის კვოტირება. ჰოლანდიურ საფონდო ბაზართან ერთად ვითარდებოდა ინგლისის საფონდო ბაზარიც. ზუსტად ლონდონში შეიქმნა პირველი სპეციალიზირებული საფონდო ბირჟა. 1773 წელს ლონდონელმა ბროკერებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ოპერაციებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით ჯონატანის კაფეში სითიში, სამეფო ბირჟის რაიონში, იქირავეს თავიანთი შეხვედრებისთვის სპეციალური ფართი. ეს წელი ითვლება ლონდონური საფონდო ბირჟის დაარსების თარიღად. 1792 წ მაისში 24 ბროკერი ნიუ-იორკიდან, რომლებიც მუშაობდნენ კაფეებში მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში, მოაწყეს შეკრება უოლლ-სტრიტზე დიდი პლატანის ქვეშ და მოაწერეს ხელი შეთანხმებას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესახებ.
პროფესიის აქტუალურობა და მოთხოვნადობა
დღეს, როცა საბირჟო ვაჭრობა მთლიანად გადავიდა ონლაინ ფორმატში, ტრეიდინგით დაკავებულია მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში. არსებობს ტრეიდერების უამრავი კლასიფიკაცია, ვაჭრობის სახეობიდან, ვაჭრობის ხანგრძლივობიდან და საინვესტიციო იდეებიდან გამომდინარე.
განვიხილოთ ძირითადი ტერმინები საკუთრების ფორმების მიხედვით:
პროფესიონალი და კერძო ტრეიდერი - პროფესიონალ ტრეიდერებს უწოდებენ მათ, ვინც მუშაობს ბანკებზე, საინვესტიციო და/ან სადაზღვევო კომპანიებზე. როგორც წესი, მათ აქვთ სპეციალიზირებული განათლება და ლიცენზია, ხოლო სავაჭრო ოპერაციებს ისინი ახორციელებენ თავიანთი კომპანიის ან მისი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე. კერძო და დამოუკიდებელი ტრეიდერები ახორციელებენ ოპერაციებს საკუთარი ფულით და მუშაობენ საკუთარ თავზე, ხოლო ბირჟაზე წვდომისთვის იყენებენ საბროკერო ან სადილერო კომპანიების მომსახურებას. მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები, როგორც წესი, არ მოითხოვენ ლიცენზირებას. ხშირად მათ არ აქვთ სპეციალიზირებული განათლება და ისინი იყენებენ კონსულტანტების მომსახურებას.
კომპანიაში ტრეიდერის ხელფასი არ არის მთავარი, მისი ძირითადი შემოსავალი მიიღება ბონუსებიდან და success fee-დან, რომელიც ფორმირდება წარმატებული გარიგებებიდან. კერძო ტრეიდერი გამოიმუშავებს დამოუკიდებლად და შეზღუდვას ინვესტიციებისთვის მისთვის წარმოადგენს მხოლოდ მისი სასტარტო კაპიტალი და უნარჩვევები.
მუშაობის სპეციფიკა
ტრეიდერის მუშაობის სპეციფიკა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციაში, რომელიც სწრაფად ვითარდება და იცვლება, ასევე არასაკმარისი ინფორმირების პირობებში. კარგი ტრეიდერის მთავარი თვისება არის ძლიერი ნერვული სისტემა, ემოციების კონტროლი. როცა ადამიანი აგებს, ის კარგავს კონტროლს, რაც ხდება მომდევნო დანაკარგების მიზეზი. ბირჟაზე საჭიროა ცივი გონება ისევე, როგორც ჭადრაკში. ხშირად ის, ვისაც ჰქონდა კარგი შედეგები დემო-ანგარიშზე, ბირჟაზე გადასვლისას, დასაწყისში აგებს, როცა საქმეში ერთვება ნამდვილი ფული.
იმის მიუხედავად, რომ ინვესტბანკებში ტრეიდერები არ იყენებენ საკუთარ ფულს, ისინი მაინც განიცდიან ძლიერ ემოციურ დატვირთვას. სასწორზე დგას მათი კარიერა, რეპუტაცია და სხვისი ფული. ყოველდღიურად პროფესიონალებს აქვთ მაღალი რისკები და პასუხისმგებლობა. დრო და დრო ხდება გამოუვალი დანაკარგები. განწყობა მიჰყვება რყევებს «profit and loss», რამდენი მოიგე და რამდენი წააგე..
რატომ ირჩევს ხალხი ტრეიდერის პროფესიას? - გიორგი, Globex Analytic-ის მოსწავლე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მაშინვე არ აღიარებს, რომ წინა წლის განმავლობაში ფინანსურ ბაზარზე გამოიმუშავა დაახლოებით $300 000.
„მე შევდივარ გარიგებაში მაშინ, როცა არის რამდენიმე პირობა „სწორი“ შესვლისთვის“ – გვიზიარებს თავის გამოცდილებას გიორგი. „პირველ რიგში, უნდა ადევნოთ თვალი ბაზრის ინდიკატორებს, მეორე, მოგების შეფასება უნდა აღემატებოდეს შესაძლო რისკებს და მესამე, პოტენციური შემოსავლის შეფარდება პოტენციურ დანაკარგებთან უნდა იყოს 3/1. მნიშვნელოვანია, გარიგებამდე თქვენთვის განსაზღვროთ დონე, რომელზეც თქვენ გახვალთ გარიგებიდან, და ყოველთვის შეასრულოთ ეს წესი».
სად ისწავლოთ?
მუშაობა ფინანსურ ბაზარზე მიმზიდველია მოჩვენებითი სიმარტივის და თავისუფლების გამო. თქვენს წინ არის გრაფიკი, თუ ამ წერტილში იყიდე და იმ წერტილში გაყიდე – უკვე გაქვს შემოსავალი. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ბაზარზე, თქვენს გარდა, უამრავი სხვა ადამიანია. იმისთვის, რომ მიიღოთ მაღალი შემოსავალი, უნდა იმუშაოთ და ბევრი რამ ისწავლოთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება მათთვის, ვისაც აქვს ეკონომიკური, ტექნიკური და მათემატიკური განათლება: მათთვის უკვე ნაცნობია მონაცემების სხვადასხვა ტიპის ანალიზი და აქვთ მაკროეკონომიკის საბაზისო ცოდნა. რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც სურს ახალი პროფესიის დაუფლება ნულიდან და პროფილური განათლების გარეშე?
მიმართეთ საბროკერო ან სადილერო კომპანიას, რომელსაც ენდობით. ყველაზე ხშირად ისინი ატარებენ სასწავლო სემინარებს და მასტერ-კლასებს დამწყებებისთვის. მაგრამ მზად იყავით, რომ იქ გაგიწევენ აგიტირებას, ანგარიში გახსნათ მათთან.
საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს დამოუკიდებელი სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი Globex Analytics, რომელშიც შეგიძლიათ უფასოდ გაიაროთ საბაზისო სემინარი ფინანსურ ბაზარზე მუშაობასთან დაკავშირებით და გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა გახდეთ პროფესიონალი.
რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ გადალახავთ ეჭვებს და სტარტის შეცდომებს, შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.