6 შენობა სამცხე–ჯავახეთში, რომელიც მეწარმეებს ერთ ლარად გადაეცემათ

პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

სამცხე-ჯავახეთში ასეთი 6 შენობაა გამოყოფილი:

ნინოწმინდაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული არასასოფლო – სამეურნეო ნაგებობა, რომლის მიწის ფართობი 16 99 კვ.მ. ქონება 27 000 ლარად არის შეფასებული.

ახალქალაქის რაიონში, სოფელ დილისკაში არსებული შენობა – ნაგებობა, რომელსაც 179429 კვ.მ უკავია. ქონება 600 000 ლარად არის შეფასებული.

ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა–ნაგებობა, მიწის ფართობი 16625 კვ.მ. ობიექტი 163 000 ლარად არის შეფასებული.

ახალციხეში, ადიგენის ქუჩაზე არსებული შენობა – ნაგებობა, რომლის მიწის ფართობიც 39779 კვ.მ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში არსებული ობიექტი, რომელსაც 23600 კვ.მ. ფართობი უკავია, და 138 000 ლარად არის შეფასებული.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში არსებული 1367 კვ. მ. მიწის ფართობი, რომელიც 6 000 ლარად არის შეფასებული.

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა იმ მეწარმე იურიდიულ პირისა, რომელიც სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით არის შექმნილი.

მეწარმეებს აღნიშნული ქონება რამდენიმე პირობით გადაეცემა:

1.შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ორი წლისა

2.ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს ინვესტირება ქ. თბილისში - შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობით. პროცესი კი უნდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3.ინვესტიციის არანაკლებ 25% - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში

4.ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში.

იხილეთ სრულად sknews.ge-ზე