მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.2 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 0.7%-ით აღემატება 2017 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს.
როგორც „საქსტატიდან“ იუწყებიან, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 583.2 ათასით განისაზღვრა, რაც 0.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების 38% განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 57% მოდის ქალებზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.1% თბილისის მცხოვრებია, 18.2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.0% აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.0%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით:
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 281.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (206.9 ათასი ვიზიტი თვეში).2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3.0 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის მოცულობას, შემცირებულია 3.7%-ით და 160.7 ლარს უტოლდება“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.