„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე გარე სერვისის ხელმისაწვდომობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, შეფერხებები ინტერნეტპროვაიდერის შეცვლას უკავშირდება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:
სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის - 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.
კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი - 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა - 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი - 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე.
რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ - 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.