2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა

2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საფონდო ბირჟიდან გასვლა რამდენიმე ემიტეტმა მოითხოვა და ამის მიზეზად ახალი რეგულაცია დაასახელა.

„ბირჟიდან გასვლის მიზეზი გახლდათ ის, რომ ძალაში შევიდა აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელების მოთხოვნა, რომლებიც ასეთ კომპანიებს ავალდებულებდათ დაექირავებინათ შესაბამისი დონის აუდიტორული კომპანია. არის გარკვეული სია ასეთი კომპანიების, რომლებიც უფლებამოსილები არიან აუდიტის ჩატარებაზე. ასეთი კომპანიების მომსახურება ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიტორული კომპანიების. ამ კომპანიებმა, რომლებმაც ბირჟა დატოვეს, ვერ შეძლეს ამ თანხის გადახდა. მათთვის ეს იყო მძიმე ფინანსური ტვირთი და მიიღეს საფონდო ბირჟიდან გასვლის გადაწყვეტილება. 2018 წელს ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა“, - განაცხადა ფარესიშვილმა.

ქრისტინე გამთენაძე