ალჟირის ნაკრებმა პრემიალური 9 მილიონი ქველმოქმედებას მოახმარა

ალჟირის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში პირველად გააღწია, სადაც მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა გერმანიასთან.

იქამდე კი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გუნდი ღირსეულად გამოიყურებოდა.

ალჟირელები სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც გულშემატკივარმა მათ არნახული დახვედრა მოუწყო. ქვეყნის პირველმა პირმა კი მათთან აუდიენცია გამართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფეხბურთელებმა მათთვის კუთვნილი პრემიალური თანხები, ლაპარაკია 9 მილიონ დოლარზე, პალესტინელთა დახმარების ფონდში გადარიცხეს. ინიციატივა ნაკრების ლიდერ ისლამ სლიმანის ეკუთვნოდა.