2018 წელს ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობა გახდა რომის კოლიზეუმი. ამის შესახებ TripAdvisor-ი ტურისტების ჯავშნების მიხედვით წერს.
კოლიზეუმს მოჰყვებიან ვატიკანი, ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება, ლუვრი და ეიფელის კოშკი პარიზში. ათეულში ასევე მოხვდნენ ბარსელონას ბაზილიკა საგრადა ლა ფამილია, სან-ფრანცისკოს ხიდი ოქროს კარიბჭე, ბრიტანული სტოუნჰეჯი, ვერსალის სასახლე და ვენეციის არხი გრანდე.
TripAdvisor-ის წარმომადგენლის მოლი ბრეკის განცხადებით, ტურისტების ინტერესი მათ მიმართ მზარდია.
გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში ვატიკანი ლიდერობდა, მეორეზე იყო ქალაქი ჩიკაგო, და სამეულს ხურავდა კოლიზეუმი. ამავე ჩამონათვალში შედიოდა ბაზილიკა საგრადა ლა ფამილია, ეიფელის კოშკი, კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსი“, ცათამბჯენი „ემპაია სტეით ბილდინგი“ , ვენეციური კუნძულების ღირშესანიშნაობები და იტალიური რეგიონი ტოსკანა.