საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2018 წლის 17 დეკემბერს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შემდეგ სახელშეკრულებო ფართობებზე: VIIAსალიცენზიო ბლოკი, XIII სალიცენზიო ბლოკი, XIV სალიცენზიო ბლოკი, XIAსალიცენზიო ბლოკი და ფართობზე, რომელიც მოიცავს IXA, XIK, XILსალიცენზიო ბლოკებს.
სალიცენზიო ბლოკების ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.
სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.
დამატებითი ინფორმაცია
სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ განცხადების წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.
საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:
ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;
დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
საქართველო, ქ. თბილისი 0114,
სანაპიროს ქუჩა #2.
ტელ: (+995 32) 2253399/02
ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge
საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დეპარტამენტის უფროსი
v.mikeladze@saog.gov.ge
ტელ: +995 595 000 025
ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი
alecocha@gmail.com
ტელ: +995 595 000 050
დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
d.gabelaia@saog.gov.ge
ტელ: +995 599 033 043
(R)