მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 173.8 ლარი იყო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.4 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 175.7 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 154.4 ლარი შეადგინა, 1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 292.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 2.3 ლარით არის შემცირებული.