მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, სამუშაოები 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.