დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის პირობებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავიზო პირობების გამარტივებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სავიზო პირობების გამარტივება, მით უმეტეს, ბრექსიტის ფონზე, არ არის მარტივი თემა.
"მიმოსვლა არის ძალიან რთული თემა. როგორც მოგეხსენებათ, ემიგრაცია ერთ-ერთი გამომწვევი კომპონენტია ბრექსიტის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, მივაღწიოთ სავიზო პირობების გამარტივებას დიდ ბრიტანეთთან. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მით უმეტეს, ბრექსიტის ფონზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.