საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს. როგორც ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა, ორი ქვეყანა კონსულტაციებს მართავს სტრატეგიული და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თავისუფალი ვაჭრობა.
„მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო-დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ გამოწვევა, რომელიც გამოწვეულია „ბრექსიტით“, გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან. ეს მოიცავს ძალიან ფართომასშტაბიან თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას. ხელშეკრულებაზე კონსულტაციები დაწყებულია საექსპერტო დონეზე. ჩატარდა რამდენიმე რაუნდი",- განაცხადა ბერუჩაშვილმა.