Johnson-ი ტალკის წარმოებაში აზბესტს იყენებდა?!

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სულ ცოტა 1970- წლიდან 2000 წლამდე საბავშვო ტალკში პერიოდულად ხვდებოდა აზბესტი, რომელსაც შეეძლო კიბოს პროვოცირება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 1970-იან წლებში Johnson & Johnson-მა პროდუქციის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ კომპანია არ იყენებდა მის პროდუქციაში შხამიან პროდუქტებს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ, მეცნიერებმა, ექიმებმა და კომპანიის იურისტებმა იცოდნენ პრობლემის შესახებ, მაგრამ გადაწყვიტეს არ გაესაჯაროვებინათ ეს ინფორმაცია.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე Johnson & Johnson-ის აქციებზე ფასმა 10%-ით 39,8 დოლარამდე დაიკლო, - წერს BBC.

კომპანიაში ჟურნალისტების გამოძიებას ცალმხრივი და ყალბი უწოდეს. მათივე განცხადებით, მკვლევარების ცნობით, ტალკის საფუძველზე შექმნილი ფხვნილებს არ შეეძლოთ გამოეწვიათ კიბო. მათივე განცხადებით, მათ პროდუქციაში არ გამოიყენებოდა აზბესტი.

მწარმოებელი კომპანიის იურისტების განცხადებით, აზბესტი ნაპოვნია ნედლ მასალაში და არა მზა ტალკში. Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ახლა ტალკში აზბესტი, ის შესაძლებელი იყო ყოფილიყო მანამდე.

შეგახსენებთ, ივლისის თვეში, Johnson & Johnson-ს სასამართლო განჩინების საფუძველზე მოუწია 4,7 მილიარდი დოლარის გადახდა 22 ქალისთვის, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებულმა ტალკმა მათში საკვერცხეების კიბო გამოიწვია.

Johnson & Johnson-ის საიტზე ირწმუნებიან, რომ მათი საბავშვო ფხვნილი უკვე ას წელზე მეტია არის მთავარი პროდუქტი ბავშვთა მოვლისა და უფროსებში მაკიაჟის პროცედურებისთვის.

კოკა კვირკველია