ბანკებმა 162.4 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 162.4 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 28.6 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 191 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 29 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 21.7 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში 7.1 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7.6 მლნ ლარი იყო.