რეგისტრაცია კიდევ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფს" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განკარგულებაშია აღნიშნული.

ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.

„ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება,“-აღნიშნულია განკარგულებაში.