მაია ცქიტიშვილი - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ ფარგლებში, 110 მილიონი ლარის დახმარება გაიცა

“ელჩების კონფერენცია - 2018“ - ის მონაწილეებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიმაღალმთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთიანია და არ არის გასაკვირი, რომ ამ მიმართულებას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც თქვენ მსახურობთ. კარგი იქნება თუ უკეთესი კავშირების დამყარებას შევძლებთ ადგილობრივ დონეზე, ეს შეიძლება იყოს ქალაქების დაძმობილება, საგრანტო ან მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ტიპის მცირე პროგრამებიც კი ხელშესახებ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩვენს რეგიონებში კონკრეტული ინტერესთა ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მინისტრის ინფორმაციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი“ 2016 წლიდან მოქმედებს და დღეს 1730 დასახლებაში მცხოვრები 243 ათასი ადამიანი სარგებლობს შეღავათებით, სხვადასხვა მიმართულებით სულ გაცემულია 110 მილიონი ლარის დახმარება.

კახეთის რეგიონში ზამთრისა და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს