SOS: გვიცავს თუ არა კანონი ინტერნეტსესხის აღებისას?!

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ინტერნეტ-სესხები მოსახლეობისთვის კატასტროფულად საშიშია.

როგორც BPN-ს კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტის, "რიკოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ინტერნეტ სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა 800%-მდეც გაიზარდოს.

"რეკლამებში წერია, რომ პირველი თვის პროცენტს არ იხდი, მაგრამ საკომისიოებს რომ დავითვლით, ეს ციფრები კატასტროფულად იზრდება. ძალიან ხშირად მოსულა ჩვენთან მომხმარებელი, რომელიც სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილა. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ 200 ან 300%-იანი ინტერნეტ-სესხი აიღე, მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ გვიცავს კანონი", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

მან ინტერნეტ-სესხებთან დაკავშირებით ამერიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ან ინტენეტით იღებთ სამომხმარებლო სესხს ამ სესხის უზრუნველყოფად, თქვენი უძრავი ქონებით არ ხართ პასუხისმგებელი.

"რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ადამიანმა, რომელიც სახლში ზის და საერთოდ არ იცის არაფერი, აიღოს 2000-ს ლარიანი ინტერნეტ-სესხი, წლის ბოლოს კი, ძალიან მარტივად, შეიძლება ეს სესხი 15-20 ათასი ლარი გახდეს თავისი ჯარიმებით და პროცენტებით. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს არც სამსახური აქვს და არც არაფერი, მას გონია, რომ ბინა არ დააგირავა და იპოთეკაში არ ჩადო, თუმცა კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ აღმასრულებელთან და კონტრაქტის საფუძველზე პირს შესაძლოა გაუყიდონ ან დაუყადაღონ ქონება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ-სესხის აღების დროს კონტრაქტს არავინ კითხულობს", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს მოსახლეობის დაცვა.

"ქონებაზე მოთხოვნის უფლება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იპოთეკური სესხის დროს და არა სხვა სესხების დროს. თუ უნდათ ამ ინტერნეტ-სესხების გაცემა, გასცენ, პრობლემა არ არის, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ისინი უძრავი ქონებით პასუხსიმგებლები ამაზე არ არიან. ძალიან ხშირად მოსახლეობა ამით ზარალდება", - აღნიშნა "რიკოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ვინც ინტერნეტ-სესხებს გასცემს, მათზე არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. "ეს კანონის დიდი ხარვეზია, ეროვნული ბანკი მათ ვერ აკონტროლებს, რადგან ამის საშულებას კანონი არ აძლევს".

ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ინტერნეტ-კომერციის გაკონტროლება სახლმწიფოსთვის რთულია: "ისინი ბიუჯეტში გადასახდებს ხშირ შემთხვევაში არ იხდიან, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, ამიტომაც მათი გაკონტროლება უნდა იყოს საგადასახადო ორგანოებისთვის პირველხარისხოვანი ამოცანა. ამ ინტერნეტ-კრედიტების გაცემისას მეტწილ შემთხვევაში მომხმრებელი, რომელიც იღებს სესხებს, წარმოდგენა არ აქვს ვისგან იღებს, არის ეს კერძო პირი, შპს, თუ რა წარმონაქმანია. ასევე არ იცის საფინანსო სექტორის ზედამხედველმა ეროვნულმა ბანკმა, ის არის აბოლუტურად ამოვარდნილი არა მარტო ზედამხედველობის სფეროდან არამედ კანონდებლობიდანაც", - აცხადებს ელიავა.

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონდებლობა არის მწირი და ის მოითხოვს შევსებას და გადამუშავებას. "ამის გამკეთებელი დღესდღეობით არავინ არ არის,

გადრა ონლაინ კომერციისა."

თეა ბითაძე