თბილისი-ანკარას მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება

2019 წლის 18 იანვრიდან, თურქეთის ავიახაზები ანკარა - თბილისის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing 737 – 800 ტიპის ხომალდებით, ანკარას, ესენბოღას აეროპორტში შესრულდება. დღეისთვის, თურქეთის ავიახაზები ყოველდღიურ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს.