რას „გუგლავდნენ“ საქართველოში ყველაზე ხშირად 2018 წელს?

საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა, „გუგლის“ საძიებო სისტემის მიხედვით, 2018 წელს სოციალურ ქსელ facebook-ს ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში facebook-ს ყველაზე ხშირად იანვარში „გუგლავდნენ“.

facebook-ის შემდეგ ქართველები ყველაზე ხშირად Youtube-თ ინტერესდებოდნენ, რომელიც ასევე ყველაზე პოპულარული იანვარში იყო.

ყველაზე „სერჩვად“ სიტყვებს შორის მესამე ადგილზე კი თავად Google გავიდა. ამით წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად აპრილში დაინტერესდნენ.

საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ასევე Translate და Adjaranet-ი. მომხმარებლები ამ საიტებით ყველაზე ხშირად ნოემბერსა და დეკემბერში სარგებლობდნენ. „გუგლის“ საძიებო სისტემის მიხედვით, ქართველებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს crystallbet, ამინდის, Adjarabet, mp3-სა და google translate-ის მიმართ.

თუმცა გარდა ამ ტოპ "სერჩვადი" სიტყვებისა, 2018 წელს საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლებს შორის პოპულარული იყო თურქული სერიალი „ნაადრევი ფრინველი“. მას მოსდევს - world cup 2018, youtube.ge/activate და fifa world cup 2018.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ „გუგლს" ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა არაზუსტი იყოს.

ლიკა ამირაშვილი
ვის „გუგლავდნენ“ ყველაზე ხშირად 2018 წელს?