მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ქმნის საქართველოდან ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. გარდა ამისა, სტიმულს აძლევს ბიზნეს-წრეებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, შექმნან ერთობლივი საწარმოები, გავიდნენ ახალ ბაზრებზე და ორმხრივად მომგებიანი საქმიანობა აწარმოონ“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა 2018 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების კომენტირებისას.
ნინო ჩიქოვანის მიერ გაკეთბულ განცხადებას, სავბაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული რელიზის თანახმად, ნინო ჩიქოვანმა განცხადა, რომ სერვისები, რომლებსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კერძო სექტორს სთავაზობს, ხელს უწყობს სანდო ბიზნეს პარტნიორის მოძიებას, რომელიც, სამომავლოდ, წარმატებულ სავაჭრო გარიგებებსა და ექსპორტის ზრდაში აისახება. გარდა ამისა, ექსპორტის ზრდას ასევე ხელს უწყობს ბიზნეს ფორუმები, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტარდება. მისი თქმით, პალატამ 2018 წელს 16 საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი ჩაატარა, ასევე, უმასპინძლა 5 უცხოურ ბიზნეს-დელეგაციას. ასევე ცხრა ახალი ორმხრივი მემორანდუმი გააფორმა სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-გაერთიანებებთან.
„საქსტატის“ თანახმად, 2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტის 19.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 283.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის იანვარ - ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 12.0%-ით გაიზარდა და 658.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (96.5%) , სომხეთსა (37.0%) და უკრაინაში (46.5%).