Fuckup Nights-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. 21 დეკემბერს, თბილისში Fuckup Nights-ის მე-8 ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც „ტექნოპარკი“ უმასპინძლებს.
Fuckup Nights Tbilisi vol.8 „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულად, პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. 21 დეკემბრის ღონისძიების სპიკერები არიან: თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი - სერგი გვარჯალაძე, „ჰუმანას“ მარკეტინგის მენეჯერი და „ვინტილატორის“ თანადამფუძნებელი - შოკო ჩაჩუა, ვილნიუსის ღამის მერი - მარკ ადამ ჰაროლდი, ხოლო მეოთხე სპიკერის შესახებ აუდიტორიისთვის მალე გახდება ცნობილი.
Fuckup Nights-ის წესის თანახმად, თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი იკრიბება და აუდიტორიას თავიანთი წარუმატებელი სტარტაპების, გაფუჭებული საქმიანი ურთიერთობებისა თუ ბიზნესის ისტორიების შესახებ უამბობენ.
მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.
რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, Fuckup Nights-ი ტარდება მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლა და დროის სასიამოვნო გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად გატარება სურს.
ღონისძიება „ტექნოპარკში“ 20:00 საათზე დაიწყება.
„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ გარდა, ღონისძიება ორგანიზებულია Impact Hub Tbilisi-ს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy-ს მიერ.
ამასთან, Fuckup Nights Tbilisi vol. 8-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.
ონლაინ ბილეთების შეძენა კი შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ: