საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
„ინფლაციის თარგეგირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საგარეო გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნბისთვის, მიმდინარე წელს 19 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკს 177.5 მლნ აშშ დოლარი აქვს შესყიდული.