IMF - საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, მაგრამ ეკონომიკაზე მოქმედი, შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც ძლიერია, მაგრამ ეკონომიკაზე მოქმედი, შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ინფლაცია სამ პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოდ ნარჩუნდება და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის სალდო დადებითია. კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა, დოლარიცაზია კვლავ მაღალია. პოზიტიური შედეგების მიუხედავად ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად. 2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე. საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები,“-აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.