კარიბჭე ევროკავშირში - ხშირად ამ სახელითაა წარმოდგენილი ლიეტუვაში მოქმედი „Startup Visa“ პროგრამა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში იღებს სათავეს. ხსენებული პროგრამა განკუთვნილია ინოვაციური ბიზნესის დამწყებთათვის, რის შედეგადაც იძლევა საშუალებას გამარტივდეს მიგრაციული პროცესი, ამასთან ერთად, შესაძლებლობა იძლევა ლიეტუვაში უფრო მეტად მოხერხებულ პირობებში განვითარდეს თქვენი ბიზნესი.
2017 წელს დაწყებული პროექტი Startup Visa, რომელიც განპირობებულია ლიეტუვაში ნიჭიერ პირთა და ბიზნესმენთა მოხვეჭით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი ხსენებული პროგრამით დაინტერესება. ამჟამად, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა 143 უცხოური კომპანიაა, რაც შედარებით ორჯერ უფრო მეტია გასული წლის ანალოგიურ კვარტლურ რაოდენობაზე.
„უკვე მეორე წელია, რაც პროგრამის კოორდინაციით ვაკვირდებით, რომ გაზრდილია უცხოური ქვეყნების დაინტერესება დანერგონ და განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მიღებული გვაქვს 269 უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები. ლიეტუვაში არსებული ეკოსისტემა განსაკუთრებით მიმზიდველია იმ დამწყებთათვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ბელორუსიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. რადგან გარკვეული პოლიტიკური, სამართლებლივი თუ საგადასახადო სისტემებში არსებული შეზღუდვების გამო, შეუძლებელს ხდის ხსენებულ ქვეყნებში განხორციელდეს ბიზნესიდეების სათანადო განვითარება“, - აცხადებს რობერტა რუდოკიენე, „ვერსლის ლიეტუვა“-ს დამწყებთა ეკოსისტემის განვითარების განყოფილების „სტარტაპ ლიეტუვა“-ს ხელმძღვანელი.
რა არის საჭირო, რათა გავხდეთ „Startup Visa“ პროგრამის წევრი? უპირველეს ყოვლისა - აუცილებელია გავიაროთ სპეციალური შერჩევითი პროცედურა, რომელიც შედგება 5 ეტაპისგან.
„მხოლოდ განცხადების შევსება არ კმარა. მთლიან პროცედურას ჩვენ დავარქვით 5 ნაბიჯის პროცესი: პირველ რიგში, უცხოელმა დამწყებმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმირებული განცხადება, რომელშიც დაწვრილებითაა ასახული ყველა ის დეტალი, რომელიც თავისი ინოვაციური ბიზნესის განვითარებისთვისაა საჭირო, ან მხოლოდ იდეის დონეზე. მას შემდეგ, „Startup Visa“ პროგრამის კოორდინატორთა ჯგუფი მსურველთან ახორციელებს ვირტუალურ მოლაპარაკებას, რომლის დროსაც ხდება ლიეტუვაში მომავალი ბიზნესდამწყების პოტენციალის შეფასება. ისინი, რომლებლებიც გადალახავენ პირველ ორ ეტაპს, ფასდებიან სპეციალური ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ. კომისია შედგება „Startup Lithuania“, მეცნიერული ტექნოლოგიების და ინოვაციების აგენტურისგან (MITA), ასევე რისკის კაპიტალისა და დამაჩქარებელი ფონდების სპეციალისტებისგან. კომისიის მხრიდან ბიზნესიდეის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უცხოელ დამწყებს ეძლევა საშუალება შემდგომ მიმართოს მიგრაციის დეპარტამენტს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მიგრაციისთვის ყველა საჭრო დოკუმენტის მომზადება, მოქალაქეს ეძლევა უფლება ჩამოვიდეს ლიეტუვაში და დაიწყოს ბიზნესს იდეის განვითარება.“ - პროცედურის მოქმედების ხაზს წარმოადგენს რ.რუდოკიენე.
პატარა ბაზარი - მეტად დაბალი კონკურენცია
ამჟამად ლიეტუვაში იზრდება დამწყებთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარი იდეების განვითარების მიზნით დიდი ქვეყნებიდან ჩადიან პატარა ქვეყნებში. მათ არ ეშლებათ ხელი, რომ განვითარდნენ მსოფლიოში, პირიქით, დამწყებნი დარწმუნებულნი არიან, რომ დაბალ კონკურენტულ ქვეყანაში - მეტად უფრო თვალში მოსახვედრნი იქნებიან. იგივე აზრს იზიარებს „ArtApp“ დამწყების შემქმნელი პაველ ვედრნიკოვი რუსეთიდან. ის ლიეტუვაში ჩამოვიდა ,,Startup Visa“ პროგრამის მეშვეობით, რითაც დაეწყო იდეის განხორციელება. მისი ბიზნესი საკოლექციო საგნებს ეხება. პროგრამა მოიცავს მონეტების, ბეჭდების, მედალების, ბანკოტების და წიგნების ღირებულების შეფასებას.
„დავიღალე დიდი ქალაქის ცხოვრებითა თუ რითმით, ასევე ოფისში მუშაობით. მკლავდა ცვლილებების სურვილი. მოსკოვიდან წამოსვლისას, ლიეტუვა იყო ჩემი უპირველესი არჩევანი. რადგან ეს ქვეყანა წვრილი ბიზნესის განვითარებისთვის შესაფერისი და კომფორტულია, ამასთან ერთად, ქვეყანას გააჩნია კარგი საგანმანათლებლო სისტემაც. მოვასწარი შემეყვარა დაქალაქის ძველი-ქალაქი, ვფლობ როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ენასაც. მანძილის მხრივ, ვილნიუსი მოსკოვს აშკარად ჯობია. შეხვედრის ადგილას, სახელმწიფო დაწესებულებაში ან ოფისში შემიძლია მივიდე სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე, თუმცა არის ერთი ნეგატიური მომენტი - შეხვედრებზე დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია და რუსეთისგან განსხვავებით საავტომობილო საცობებს ვერ დააბრალებ“ - იღიმის პ. ვედერნიკოვი.
განვითარებული ინფრასტრუქტურა იზიდავს ინოვაციურ ბიზნესებს
დამწყებთათვის მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით მსოფლიოს ბევრი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის, ამის გამო ლიეტუვა ხდება ერთერთი ყველაზე მიმზიდველ ობიექტად ბიზნესის დამწყებთა სპეციალისტებისთვის. ურთიერთთანამშრომლობის სივრცეები, სადაც შეკრებილნი არიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები (პროგრამისტები, დიზაინის და მარკეტინგის სპეციალისტები და სხვანი). ზემოხსენებული სპეციალისტები დამწყებებს ეხმარებიან მეტად ეფექტურად და სწრაფად განავითარონ ბიზნეს იდეები. ასევე ადგილზე და დროულად მიიღონ შესაბამისი რჩევები და საჭიროებისამებრ გუნდისთვის მოიძიონ ახალი წევრებიც.
განვითარებულ ინფრასტრუქტურას სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს „RapiraLT“-ის დამაარსებელი და დამწყები ბიზნესმენი ანტონ აპარინი, რომელიც საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ლიეტუვაში ჩამოვიდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან.
„აქ რის ბევრი ინკუბატორი, ურთიერთ თანამშრომლობის სივრცეები, დამაჩქარებელი პროგრამები. სასიამოვნოდ გამაკირვა გარემომ, რომელიც ამ სივრცეებშია. მათში მუდმივად ტარდება სემინარები, კონფერენციები, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო დონის აიტი სპეციალისტები. ხალხი ერთმანეთს ენდობა: მახსოვს, პირველ დღეს, როდესაც მოვედი ამ სივრცეში, უმალვე მივიღე გასაღები. მოსკოვში ესეთი რამ არ ხდება, მაგრამ ლიეტუვაში ეს ნორმალურია. ამასთან ერთად, ფართის ან ოფისის ქირაობა ორჯერ უფრო ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშრებული, ვიდრე მოსკოვში“ - ამბობს ა. აპარინი.
პროგრამასთან დაკავშრებული დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: www.startuplithuania.com