„თურქეთის ავიახაზები“ თბილისსა და ანკარას შორის ავიარეისების შესრულებას იწყებს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „თურქეთის ავიახაზები“ თბილისის მიმართულებით კვირაში 30, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში 7 რეისს ასრულებს სტამბოლიდან.
მათი ცნობით, ანკარა-თბილისის რეისების შესრულება 2019 წლის 18 იანვარს დაიწყება. დაგეგმილია კვირაში 2 რეისის შესრულება, ორშაბათსა და პარასკევს.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც „თურქეთის ავიახაზების“ გაყიდვების ოფისებში, ასევე ონლაინ გაყიდვების არხებით.