Reebok-მა კრეატიულ თანამშრომლობაზე გლობალური ტენდერი გამოაცხადა

სპორტული სამოსის მწარმოებელმა ბრენდმა Reebok-მა კრეატიული კამპანიის შემუშავებასა და რეალიზაციაზე ახალი პარტნიორის მოძიებისთვის გლობალური ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ AdWeek წერს. კომპანია წყვეტს ყოფილ პარტნიორთან - სააგენტო Venables Bell & Partners-თან თანამშრომლობას, რომელთანაც 2014 წლიდან მუშაობდა.

VB&P-ის მმართველმა დირექტორმა ქეით ჯეფერსმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება Reebok-თან ერთად მიიღეს. მათი თანამშრომლობა მომავალი წლის ივლისამდე გაგრძელდება.

გამოცემის წყაროს ცნობით, რომლებიც სიტუაციას ახლოდან იცნობენ, ირწმუნებიან, რომ Reebok-ში უკვე შეარჩიეს ფინალისტები და საბოლოო გადაწყვეტილებას 2019 წელს მიიღებენ.

როგორც ცნობილია, Reebok ამ მიმართულებით ყოველწლიურად 80 მილიონ დოლარამდე თანხას ხარჯავს.

კოკა კვირკველია