ვეთანხმები პრემიერს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და თუ არ მოხდა პროფკავშირების რეკომენდაციების გათვალისწინება, ეს სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება, - ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განაცხადა, სადაც პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
„საუბარია ეკონომიკური დოვლათის სამართლიანად გადანაწილებაზე, პროფესიული განათლების როლზე. ამ წლის მიღწევა არის ის, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს საშუალება, შრომის უსაფრთხოების ფაქტობრივად სრულყოფილი კანონი გვქონდეს, უბრალოდ აქ შრომით უფლებებთან დაკავშირებითაა საუბარი, რომელსაც შრომის ინსპექცია არ მოიცავს. იმედი მაქვს, 2019 წლის სექტემბრამდე ეს პრობლემაც აღმოიფხვრება კანონმდებლობიდან. 62 000 000 ლარზე მეტია, რაც ამ წლის პროფკავშირების მუშაობამ მოუტანა დასაქმებულ ადამიანებს კოლექტიური ხელშეკრულებებით, იურიდიული დავებით, სასამართლო პროცესებით. ეს არაა საკმარისი, კიდევ უფრო მეტია საჭირო. დიდ გამოწვევად რჩება როგორც ტყიბულის შახტები, ისე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ჩვენ გვაქვს მინიმალურ ხელფასთან, შრომის უსაფრთხობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.