წელიწადში 100 ტონა ბოსტნეული, რომლის რეალიზებაც შიდა ბაზარზე მოხდება - რა გეგმები აქვს კოოპერატივ „სპარტაკს“

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „სპარტაკი“თანამედროვე სასათბურე მეურნეობა ვანში 9 500 კვადრატულ მეტრზე მოაწყო.

კოოპერატივი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით დაფუძნდა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კოოპერატივის მოწყობაში დაახლოებით, 780 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 312 000 ლარი გრანტი იყო.

ახალ სასათბურე მეურნეობაში ყოველწლიურად 100 ტონაზე მეტი ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება.

როგორც კოოპერატივი „სპარტაკის“ დამფუძნებელი ლაშა ალანია East Fruit-თან საუბრისას აცხადებს, ბაზრის მოთხოვნის შესწავლის შედეგად კოოპერატივმა გადაწვიტა, რომ მთელს ტერიტორიაზე ჰიბრიდული კიტრი მოეყვანა. ამისთვის კი თესლის სახეობა „ასკერი“ შეარჩია.

მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის რეალიზება შიდა ბაზარზე მოხდება.

კოოპერატივის სამომავლო გეგმებში პომიდვრისა და ტბილი წიწაკის წარმოება შედის.

ნინი ქეთელაური
„ეკოჰერეთი“ –  საქართველოში ხურმაზე მოთხოვნა სტაბილურია