კომპანია Coca-Cola-ს ფრანგულმა განყოფილებამ სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული საახალწლო დეკორაცია, ნაძვის ხის პიკი წარადგინა, რომელსაც არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავი აქვს.
ამ ნაბიჯით ბრენდმა გადაწყვიტა არამხოლოდ შობა იზეიმოს, არამედ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბოლო ჩემპიონატზე გამარჯვებასაც გაუსვას ხაზი.
Coca-Cola საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სპონსორია. ორი ვარსკვლავი კი, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ გამარჯვებას 1998-2018 წწ - უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ ეს პიკი არ არის მასიური წარმოების და მისი 400 ეგზემპლარი კომპანიის საიტზე გამართული გათამაშების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცათ.