მსოფლიოს ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მე-6 პოზიცია, Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში 44-ე ადგილი და სხვა მსგავს ავტორიტეტულ რეიტინგებში საქართველოს წინსვლა ბიზნეს გარემოს მიმართ ინვესტორების ნდობას ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, მთავრობა აგრძელებს საგადასახადო, ნაკლები რეგულაციებისა და ღია ბაზრის პრინციპის გაძლიერების მიმართულებით რეფორმების გატარებას.
„საუკეთესო შედეგები საქართველოს ინვესტორების დაცვის, ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო წნეხის მიმართულებით აქვს, ყველაზე მეტად კი საკუთრების უფლების დაცვის მაჩვენებლეში გვაქვს წინსვლა. თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოწვევად რჩება იმპორტზე დამოკიდებულება და ეკონომიკური ზრდის ტემპი.“-ამბობს ბიზნესომბუდსმენი.
Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და 161 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.