ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარევაჭრობის გამო, ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან მყიდველები თითქმის არ შედიან ბაზრის ტერიტორიაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას განცხადებით, დღეს გარე მოვაჭრეებს გააფრთხილებენ, შეწყვიტონ გარევაჭრობა. მისივე თქმით, გარე მოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა, ვინც გარევაჭრობას არ შეწყვეტს, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდება.