საქართველოში მწვანილი გაძვირდა

საქართველოში კამისა და ქინძის საბითუმო ფასი, გასულ წელთან შედრებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

East Fruit-ის ექსპერტების შეფასებით, ეს დაკავშირებულია მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებთან დასავლეთ საქართველოში, რამაც მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა.

როგორც East Fruit-ს იმერეთში ადგილობრივმა ფერმერმა, მწვანე კოოპერატივის წარმომადგენელმა ივანე ჯავახაძემ განუცხადა, ქარიშხალმა სასათბურე მეურნეობების ნახევარზე მეტი მთლიანად განადგურა. შესაბამისად, მწვანე მეურნეობების საექსპორტო რაოდენობა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა.

პირველ ეტაპზე ეს ეხება კამას, რომელიც საექსპორტო მწვანე მეურნეობებს შორის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს და 1კგ კამის ფასი 4 - 4.5 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც გასული 5-6 წლის განმავლობაში კამის ღრებულება 2.5-3 ლარს არ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ კამის ძირითადი საექპორტო ბაზარი რუსეთი და ირანია.

შპს „შერის“ დირექტორის ბესიკ ცერცვაძის თქმით, ქარიშხალმა ნამდვილად დიდი ზანი მიაყენა მწვანილის მოსავალს და პირველ რიგში, კამას. თუმცა სასათბურე ოხრახუშის შემთხვევაშიც პრობლემებია. მისი ინფორმაციით, ოხრახუშიც ასევე საექსპორტო პროდუქტია.

„მოსავალს ველოდებოდით დეკემბერში, თუმცა ქარიშხალმა სასათბურე მეურეობის 60%-ზე მეტი გაგვინადგურა. მართალია, ოხრახუში ღია გრუნტშიც მოდის, მაგრამ თუ სეზონზე (რომელიც დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება), ოხრახუშის მოსავალს 8-ჯერ ვიღებდით, ქარიშხლის შემდეგ, ჩვენ მას 3-4-ჯერ მოვიპოვებთ. შესაბამისად, მოსავალი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წლებში“,-განაცხადა ბესიკ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახლა პროდუქციის გასაყიდი ფასი დაახლოებით, 2, 5 ლარს შეადგენს, თუმცა უარეს მდგომარეობაშია კამა და ქინძი, რომელიც ღია გრუნტში არ იზრდება.

ნინი ქეთელაური