"ალდაგი" მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს.

"ყველა, ვინც კუთვნილი ავტომობილისთვის შეიძენს ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, კომპანიისგან ექსკლუზიურ ბენეფიტს მიიღებს, რაც სადაზღვევო პერიოდის განმავალობაში "ვისოლის" ყოველ ერთ ლიტრ საწვავზე 7-თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს. ავტოდაზღვევის მფლობელი დამატებით ისარგებლებს მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, როგორებიცაა: საჭიროების შემთხვევაში მეორე ავტომობილის მომსახურების შესაძლებლობა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი", - ნათქვამია "ალდაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.