10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

უსაფრთხო ქვეყნების ათეულში საქართველოც მოხვდა.

როგორც უცხოური მედიასაშუალება www.lifestyle9.com წერს, თითოეული ადამიანი ოცნებობს, იპოვოს საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომლებშიც თანამედროვე ადამიანს უწევს ცხოვრება: ძარცვა, მკვლელობები, სტიქიური უბედურებები, ტერორიზმი და ა.შ.

ხალხის უმრავლესობას სურს, იცხოვროს მშვიდობიან ქვეყნებში, სადაც დაბალია დანაშაულის დონე. დანაშაულს ყველგან ვხვდებით და მის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად, ტელევიზიიდან თუ სხვა მედია საშუალებებიდან, ვიღებთ.

სწორედ დანაშაულის მაჩვენებელი განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოების დონეს. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც დანარჩენი ქვეყნების ფონზე, დანაშაული ნაკლებად ხდება.

www.lifestyle9.com გთავაზობთ ამ ქვეყნების ჩამონათვალს:

  1. სინგაპური
  2. ბაჰრეინი
  3. საქართველო
  4. ლუქსემბურგი
  5. მალტა
  6. არაბთა გარეთიანებული საამიროები
  7. სამხრეთ კორეა
  8. ჰონკ კონგი
  9. ტაივანი
  10. იაპონია