მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, საახალწლოდ, ბილაინის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით და მოიცავს:
· 1 GB მხოლოდ 1 ლარი
· 7 GB მხოლოდ 7 ლარი
· 12 GB მხოლოდ 10 ლარი
· 100 წუთი ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან და ფიქსირებულ ქსელებზე სასაუბროდ - მხოლოდ 2 ლარი
· 500 წუთი ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან და ფიქსირებულ ქსელებზე სასაუბროდ - მხოლოდ 5 ლარი
· ტარიფი „წითელი“ - ს აქტივაცია მხოლოდ 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად): ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან, ულიმიტო სმს და 2 GB მობილური ინტერნეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge
შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge